GE

სამგორი თაუერი

პროექტის შესახებ

სამგორი თაუერი ახალი გამორჩეული საცხოვრებელი სახლია სამგორში, რომელიც სამგორის მეტროდან, სულ რაღაც 4 წუთის სავალ გზაზე შენდება.

 

კომპლექსი 20 სართულიანია, სადაც დაგეგმილია, როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე და კომერციული სივრცეები.

 

პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის იანვრიდან აქტიურად მიმდინარეობს  და მისი დასრულება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.

ჩამოტვირთე პრეზენტაცია

ჩვენი უპირატესობები

4 500 კვ.მ გამწვანებული ეზო

ჩვენს პროექტს გამოარჩევს დიდი დახურული და დაცული ეზო, სადაც ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეებია დაგეგმილი.

კომერციული და საოფისე სივრცეები

პროექტში პირველ და მეორე სართულებზე დაგეგმილია კომერციული და საოფისე სივრცეები, სადაც სამომავლოდ მობინადრეების ყოველდღიური კომფორტისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები განთავსდება.

პარკინგი

პროექტში დაგეგმილია მიწისქვეშა 2 დონიანი 146 მანქანაზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი.

მეტროსთან სიახლოვე

პროექტს გამოარჩევს თავისი ადგილმდებარეობა. პროექტი შენდება მეტრო სამგორთან 4 წუთის სავალ გზაზე. ასევე მთავარ გზასთან სიახლოვე უფრო მარტვს ხდის გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

ჩაბარების პირობები

  • შესასვლელში დამონტაჟებული რკინის კარი;
  • ბინის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა;
  • მოჭიმული იატაკი (გარდა სველი წერტილისა);
  • საზაფხულო ფართები მოპირკეთებული პროექტის შესაბამისად;
  • ელექტროსადენები დაქსელილი (თითო ოთახში 1-დან 4 წერტილამდე, ოთახის ფართის მიხედვით);
  • შიდა ტიხრები მოწყობილი დამტკიცებული პროექტის შესაბამისად;
  • კედლები გალესილი (გარდა სველი წერტილისა);
  • დენის, წყლის და გაზის მრიცხველები დამონტაჟებული.

მდებარეობა

პროექტს ცენტრალურ გზასთან სულ რაღაც 500 მეტრი აშორებს. საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ განთავსებულია ყველა საჭირო ობიექტი, რაც მაცხოვრებლებს კომფორტულ ცხოვრებას სთავაზობს:

 

  • საცურაო აუზი „ოლიმპიკი“ – 2 კმ
  • ჩოგბურთის კორტები - 2,5 კმ
  • სარაგბო ბაზა „შევარდენი“ – 1,4 კმ
  • საფეხბურთო სტადიონი „მერანი“ – 2,4 კმ
  • ძიუდოს კლუბი - 2,3 კმ
  • სამგორის პარკი - 3 კმ
  • N99 სკოლა - 1,2 კმ
  • N85 სკოლა - 1,4 კმ
  • შავნაბადას გიმნაზია - 850 მ
ნახე რუკაზე

მშენებლობის პროგრესი

15%

ვიდეო გალერა